06 მაისი 2024,   21:28
ვრცლად
EMS - ნამოხვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ

ნამოხვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ - ამის შესახებ საუბარია EMS-ის მიერ მომზადებულ ხელშეკრულების პირობების ანალიზში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება რისკებს შეიცავს და აჩენს კითხვებს - რა სარგებელს მოუტანს ის ქვეყნის ეკონომიკას.

"ჩვენი შეფასებით ეს არის ერთ-ერთი კაბალური ხელშეკრულება რაზეც გვიმუშავია. სახელმწიფომ ბუნებრივი რესურსი ფაქტობრივად უსასყიდლოდ დაუთმო კომპანიას ისე, რომ მან არ აიღო ვალდებულება ენერგიის შიდა ბაზარზე რეალიზაციის. ელექრტოენერგიის საფასური, რომელზეც ისინი საუბრობენ 6.2 ცენტი, ნიშნავს რომ არ იქნება იაფი ენერგია საქართველოსთვის. ხელშეკრულება საუბრობს იმაზეც, რომ 15 წლის მანძილზე, მხოლოდ 8 თვის განმავლობაში ტოვებს ელექტროენერგიას ქვეყნის ტერიტორიაზე და სხვა პერიოდებში მას შეუძლია რეალიზაცია მოახდინოს სხვა ბაზრებზე," - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრია.

"როცა ვამბობთ, რომ უნდა შეჩერდეს პროცესი და გამოცხადდეს მორატორიუმი, რასაც უნდა მოყვეს ფართო საზოგადოებრივი განხილვა, გულისხმობს იმას, რომ უნდა შეჩერდეს, სანამ არ შეფასდება რეალურად ამ პროექტის სარგებელი, ხარჯთშორის ურთიერთ მიმართება, ეს ბალანსი როგორია და შემდეგ უკვე რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, ამ შეფასებას საფუძველზე უნდა გადაწყდეს. შეწყვეტა ახლა ჯობს, ვიდრე კომპანიას მეტი ინვესტიცია და ხარჯები არ აქვს დახარჯული, ვიდრე ფისკალური რისკების წინაშე იდგეს სახელმწიფო,"- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სალომე შუბლაძე. 

დღის ამბები