17 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
"ლელო" მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას და სისტემის ძირეულ რეფორმას ითხოვს

"ლელო" მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას და სისტემის ძირეულ რეფორმას ითხოვს. პარტიის წევრების თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტმა ეს საკითხი არ უნდა განიხილოს, რადგან ამ შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესი.

"ახლა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება ახალი მოსამართლეებით, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან, იქნება აბსოლუტურად ძირის გამოთხრა და აზრის დაკარგვა ყველანაირი რეფორმისთვის უახლოეს მომავალში. თუ ახლა დაკომპლექტდება უზენაესი სასამართლო, რაც არ უნდა კარგი კანონი დაიწეროს და რაც არ უნდა კარგი რეფორმა გატარდეს, მას აზრი აღარ ექნება, იმიტომ, რომ ადამიანები უკვე დანიშნული იქნებიან შემდგომი ათწლეულების განმავლობაში,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” წევრი, ლევან სამუშია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და პროცესების შეჩერებას სთხოვს. 

"მივმართავთ მთავარი კლანის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს პროცესი, რასაც ჰქვია სასამართლოში კლანური მმართველობის საბოლოო ფორმირება. ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა ბატონმა მიშელმა თვითონ ჩაწერა იმ პრობლემების შესახებ და ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საქართველოში არის სასამართლო და მართლმსაჯულებითი სისტემა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვხედავთ, რომ გრძელდება ეს პროცესი,“ - აცხადებს ლევან სამუშია. 

დღის ამბები