17 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
დიალოგის დასაწყისი ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დასაწყისი, ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება. 

"დავიწყოთ საუბარი, გამოჩნდეს თარიღი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების. მე მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოჩნდება თარიღი ვადამდელი არჩევნებისა. გამორიცხულია სხვაგვარად, მაშინ ეს ნიშნავს, რომ რუსული, უკიდურესი მართვით მიყავთ ქვეყანა და უნდათ შეიყვანონ რუსულ ოლიგარქიულ სივრცეში და ამას უკვე სხვაგვარად უპასუხებს დამშეული, არავაქცინირებული ხალხი თავისი შვილების დასაცავად,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები არის ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციული მოთხოვნა.

"მე ოპოზიციაში 9 წელი ვიყავი და თვეობთ იყო კარვები, გინდაც რუსთაველზე, გინდაც ტელევიზიასთან და ძალიან კარგად მახსოვს, რა არის პიკეტირება. მაშინ ეს ხალხი ჩემს გვერდით არ მახსენდება და არ შეიძლება ასე ჩააჯინდე საკუთარ მოსახლეობას. ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე," - აღნიშნა "დღის კურიერში" თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები