რამდენად საშიშია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის დეესკალაციისთვის - ატლანტიკური საბჭოს ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა, სიტყვით "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი სიტყვით გამოვიდა და კრიზისთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მან იმაზე ისაუბრა, თუ როგორ მივიდა ქვეყანა კრიზისამდე და ასევე, ვებინარზე დიალოგისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
"ძალიან შემაშფოთებელი პოლიტიკური კრიზისია, რასაც საქართველოს პრემიერის გადადგომაც ადასტურებს. ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის ახალ ფაზაში შევიდა. ბატონ ხელაშვილს რაშიც ვეთანხმები არის ის, რომ კრიზისი უცებ არ წარმოქმნილა, ის 20 ივნისს დაიწყო, როდესაც რუსი კომუნისტი გავრილოვი მოიწვია. მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებასა და საზოგადოებას არჩევნების პროპორციულ სისტემას დაჰპირდა, თუმცა მათ ეს დაპირება გადათქვეს. 8 მარტის შეთანხმებაში აღნიშნული იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს შეთანხმების ნაწილი იყო. არჩევნებზე საზოგადოებამ ხმა ცვლილებებს მისცა, "ქართულმა ოცნებამ" კი გადაწყვიტა ეს არჩევანი წაეღო. მათ ვურჩევ, ოპოზიციის დაყოფის მცდელობა შეწყვიტოს. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ატლანტიკური საბჭოს ონლაინშეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილიც, მან საუბრისას თქვა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში ადგილების დიდი რაოდენობა მოიპოვა, თუმცა მათ უარი თქვეს მის მიღებაზე.
"ჩვენ მყარად ვდგავართ ევროკავშირისა და ნატოს გზაზე. ჩვენ მცოცავი ოკუპაციისა და რუსეთის მიერ ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე. პანდემია და ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დამატებით ზეწოლას ახდენს საქართველოს მთავრობაზე. არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილების დიდი რაოდენობა მოიპოვეს, ისინი კი უარს ამბობენ. გამოკითხულთა 70% მხარს უჭერს, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევიდნენ. მათ დაიწყეს საბოტაჟი მტავრობის მიმართ და განუწყვეტელ პროვოკაციებს აგრძელებენ," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ კი აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა შეთანხმებაზე ხელისუფლებას ეკისრება და სწორედ მმართველმა ძალამ უნდა შექმნას კონსესუსის სივრცე.
"სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო აქტივისტები ძალიან აქტიურად იბრძვიან მათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას. პასუხისმგებლობა შეთანხმებაზე ხელისუფლებას ეკისრება. მმართველმა ძალამ უნდა შექმნას კონსესუსის სივრცე. ჩვენ ბევრს ვაკეთებთ, რომ ეს მხარეები ერთად დავსვათ. თუმცა ბატონი ხელაშვილის მსგავსი სასიამოვნო ადამიანები არ იღებენ გადაწყვეტილებას, აქ არის ერთი ოლიგარქი, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია,"- აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.
საქართველოში მიმდინარე პროცესებს ატლანტიკურმა საბჭომ ონლაინ პლატფორმა დაუთმო. დისკუსიაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი პოლიტიკოსები, ასევე არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ვებინარში საკუთარი პოზიციები გამოხატეს ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტანტას პავილიონისმა, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა და ასევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.