ლიეტუველი პოლიტიკოსის ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტს და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, ლიეტუვის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
გიტანას ნაუსედას განცხადებით, პავილიონისის ვიზიტის გამო, ლიეტუვის, როგორც მედიატორის იმიჯი დაზარალდა:
"ყველა მედიატორის მოვალეობაა, ორიენტირებული იყოს სარგებელზე და არა ზიანზე. სამწუხაროდ, პავილიონისის ვიზიტის გამო ჩვენი ქვეყნის, როგორც მედიატორის იმიჯი საქართველოში, დაზარალდა. მზად ვართ, ნებისმიერ დროს წავიდეთ მარტო, ან პარტნიორ ბალტიის ქვეყნებითან და პოლონეთიდან ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოს ამ მძიმე სიტუაციის დალაგებაში. ჩვენ ვიმუშავეთ ევროკავშირის საბჭოს დონეზე და არ არის შემთხვევითი, რომ ამ კვირაში საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. შარლ მიშელმა გამართა სიღრმისეული საუბარი ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერებთან. ჯერჯერობით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ შედეგები ხელშესახებია, მაგრამ დასაწყისი იმედის მომცემი," - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.