17 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს.

ნაზი ჯანეზაშვილს ამჯერად პრეტენზიები ვადების დარღვევაზე და ინტერესთა კონფლიქტზე აქვს. ის ორ გვარს ასახელებს: გვრიტიშვილი და შენგელია. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს უკვე უპასუხეს ადრესატებმა, თუმცა ჯანეზაშვილი მარტო არ არის. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სასამართლო სისტემის ძირეულ რეფორმას ითხოვს.

სასამართლო სისტემა რომ გავლენებისგან დამოუკიდებელია, ამაში დარწმუნებულია "ქართული ოცნება", თუმცა, მმართველ გუნდშიც იზიარებენ პოზიციას, რომ მნიშვნელოვანია სისტემის აქტიური რეფორმა და მისი თანხვედრა თანამედროვე სტანდარტებთან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, იუსტიციის საბჭო გასაუბრების შემდეგ 11 კანდიდატს შეარჩევს, დასამტკიცებლად კი მათ პარლამენტს გადაუგზავნის.

დღის ამბები