17 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს - კარპენტერი

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას მაიკლ კარპენტერი twitter-ზე ეხმაურება.

"პენ ბაიდენის ცენტრის" დირექტორი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ დაძაბულობის დეესკალაციისთვის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს.

"როდესაც საქმე ეხება საქართველოს, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის," - წერს კარპენტერი.

 

დღის ამბები