17 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
სახელმწიფო ვალის ეფექტიანი მართვის მიზნით საქართველოს მთავრობა ახალი ევრობონდის გამოშვებისთვის მზადებას იწყებს

მთავრობის სხდომაზე დღეს "საქართველოს ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების შესახებ პროექტი განიხილება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2011 წელს, საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა საქართველოს 10-წლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილია. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის, საჭიროა მოხდეს ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით.

"დღეს ასევე განვიხილავთ მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების შესახებ“. ცხადია, ვალის ეფექტიანი მართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით კი, პანდემიის პირობებში.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს წინა მთავრობამ, საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა საქართველოს 10-წლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილი.

სწორედ მთავრობის ვალის ეფექტიანი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, რაც მთავრობის ვალის პორტფელში რეფინანსირების რისკების შემცირებას გულისხმობს, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის, საჭიროა მოხდეს ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით და ჩვენ სწორედ ამ პროცესისთვის მზადებას ვიწყებთ. შესაბამისი დავალება ფინანსთა სამინისტროს უკვე მიცემული აქვს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები