პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ ეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრაა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, აქტიურდება მუშაობა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ და ამაში ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები.
ამასთან პაპუაშვილმა მომავალი საპარლამენტო არჩვენების ბარიერზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან არსებობს თანხმობა ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ პარლამენტში აქტიურად მუშაობდეს დეპუტატების ის რაოდენობა, პარლამენტის 113 წევრი, რომელიც საჭიროა კონსტიტუციის შეცვლისთვის:
"ჩვენი მხრიდან თანხმობა ბარიერის 5%-დან 3%-მდე ჩამოწევაზე უკვე არსებობს, ამ კუთხით გარანტირებულია ჩვენი მხარდაჭერა, თუკი შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს პარლამენტში, რაც შეეხება 3%-ს ქვემოთ აქ მზად ვართ საუბრისთვის,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.