საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ისაუბრეს ესტონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტებმა. ინფორმაციას ესტონეთის პირველი პირი ავრცელებს. კერსტი კალიულაიდი ტვიტერის გვერდზე წერს.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა არის საკითხი, სადაც ჩვენს ქვეყნებს მორალური ვალდებულებები აქვთ. განვიხილეთ ბელარუსი ხალხის მომავლის პერსპექტივები, ბოლო დროს საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები და რეფორმების პროცესი უკრაინაში" - წერია განცხადებაში.