17 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
აქცია-მსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად - ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები რუსთავის ციხესთან ავტოკოლონით მივიდნენ

აქცია-მსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად - ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები რუსთავის ციხესთან იმყოფებიან.

კოლონა თბილისიდან პირველი საათისთვის დაიძრა. ავტომობილებით მელიას მხარდასაჭერად კოლონა რუსთავის ნომერ 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მივიდა.

მათ სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მსვლელობის მონაწილეების განმარტებით, ამ ფორმით ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელი მსვლელობის მთავარი გზავნილია, რომ მელია მალე გათავისუფლდეს ციხიდან და მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან მისი მონაწილეობით გაიმართოს.

"ხელისუფლებას აღარ დავუტოვეთ არანაირი შანსი იმისა, რომ რაღაც მიზეზები მოიგონოს, თითქოს ოპოზიცია დესტრუქციულად არის განწყობილი მოლაპარაკების პროცესში. ჯერ მოლაპარაკებები საერთოდ არ დაწყებულა და არც ჩანს ჯერ არანაირი სიგნალი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის მზად არის მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ, მაგრამ მაინც ჩვენ შევცვალეთ ფორმატი ჩვენი აქციების და ჩვენ გვექნება მსვლელობა რუსთავის ციხესთან, სადაც კიდევ ერთხელ გამოვუცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას, ჩვენს მეგობარს ნიკა მელიას, რომელიც 10 დღე არის უკანონო პატიმრობაშია. სწორედ ნიკა მელია არის ის პიროვნება, ვინც უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები