17 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
მიზეზები მოიგონეს, თითქოს ოპოზიცია დესტრუქციულად არის განწყობილი მოლაპარაკების პროცესში - ზაალ უდუმაშვილი

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის და სივრცე კონკრეტული შეთანხმებებისთვის, არსებობს.

მიუხედავად მზაობისა, ჯერჯერობით, ფასილიტატორების მონაწილეობით მოლაპარაკება არ ჩანიშნულა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მიზეზებს იგონებენ და ამბობენ, რომ თითქოს ოპოზიცია დესტრუქციულად არის განწყობილი.

"მიზეზები მოიგონეს, თითქოს ოპოზიცია დესტრუქციულად არის განწყობილი მოლაპარაკების პროცესში. მოლაპარაკებები ჯერ საერთოდ არ დაწყებულა და ხელისუფლებიდანაც არანაირი სიგნალი არ ჩანს. ჩვენ უკვე გვაქვს სამუშაო ვერსია, ეს არის შარლ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტი, შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ თითქო ამ 6-დან 2-ზე მაგალითად არ ისაუბრებენ, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მზად არ არის დიალოგისთვის," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, მხარეებს შეთანხმებისთვის სულ უფრო მცირე დრო რჩებათ.

ირაკლი ღარიბაშვილი კონკრეტული გადაწყვეტილებებით ბრიუსელში 16 მარტს უნდა ჩავიდეს.

 

 

დღის ამბები