17 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ჩვენი ოპონენტები იტყუებიან, როდესაც ისინი გულწრფელები იქნებიან, გაადვილდება შეთანხმება - შალვა პაპუაშვილი

მოლაპარაკებისთვის ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ ოპონენტებისგან შემხვედრი ნაბიჯები უნდა დაინახონ, რადგან ოპოზიციის არაგულწრფელი მიდგომები  სიტუაციას ართულებს. 

"ჩვენი ოპონენტები იტყუებიან, ტყუილია მათი ემოცია და ყველა სიტყვა, რასაც ისინი გაყალბებულ არჩევნებზე ამბობენ. როდესაც ისინი გულწრფელები იქნებიან, იმ მომენტშივე გაადვილდება შეთანხმება. სიმართლე არ არის რთული მოსაძებნი ზრდასრული ადამიანებისთვის. მოვძებნოთ ეს სიმართლე და აღარ იქნება პრობლემა," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა. 

ოპოზიციის მოსაზრებით კი, ხელისუფლებაში მიზეზებს იგონებენ და ამბობენ, თითქოს ოპოზიცია დესტრუქციულად არის განწყობილი.

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ მხარეებს შეთანხმებისთვის სულ უფრო მცირე დრო რჩებათ.

ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კონკრეტული გადაწყვეტილებებით ბრიუსელში 16 მარტს უნდა ჩავიდეს.

დღის ამბები