17 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
მესამე სექტორის პოლიტიკურ ოპონენტებს მოლაპარაკების პროცესში სრულფასოვნად ჩართვას მოუწოდებს 

მესამე სექტორის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მოლაპარაკების პროცესში ორივე მხარე სრულფასოვნად უნდა ჩაერთოს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს აღიარება, რომ ქვეყანაში კრიზისი რამდენიმე მიმართულებით არსებობს. 

ისინი ასევე ამბობენ, რომ ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნების გარდა საუბარი უნდა იყოს კონკრეტულ შემოთავაზებებზე, რომელიც სასამართლოსა და არჩევნებს უკავშირდება. 

"შეთანხმება თამაშის წესებზე აუცილებელია. შეთანხმება უნდა ემყარებოდეს იმას, რომ ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან შერჩევითი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. ასევე, განხილვის საგანი უნდა იყოს ის მოთხოვნები, რაც ოპოზიციას აქვს,"- განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ.

პროტესტის პარალელურად, მოლაპარაკების შესაძლებლობაზე ორივე მხარე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის და სივრცე კონკრეტული შეთანხმებებისთვის არსებობს.

მიუხედავად მზაობისა, ჯერჯერობით ფასილიტატორების მონაწილეობით მოლაპარაკება არ ჩანიშნულა.

 

დღის ამბები