17 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ხელისუფლებას საპატრიარქოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი აქვს - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკურ პროცესებში საპატრიარქოს ჩართვის სურვილი აქვს და ამას ემსახურებოდა  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც მან რამდენიმე დღის წინ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

"მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებიდან მეორე დღეს პრემიერ-მინისტრი მიდის ეკლესიაში ზურგის მოსამაგრებლად, თან ატყუებს მოსახლეობას, თითქოსდა იქ გაკეთებული განცხადებები, რომ აი, რიგგარეშე არჩევნების თემა დახურულია და კვლავ წითელ ხაზებს დაუბრუნდა. როდესაც განცხადება კეთდება საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ და ეს ირიბი მინიშნებაა, რომ თითქოსდა ზურგმომაგრებული და გამხნევებული ოპოზიციას კვლავ ემუქრება. შემდგომ, როგორც ჩანს, მიიღო დიპლომატიური არხებიდან შენიშვნა და მერე დატკბნენ. საპატრიარქოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი აქვს ხელისუფლებას და ერთ-ერთი არაწესიერი გზა იყო მესიჯების გაჟღერება საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები