დღეს თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში იმყოფებოდა, ის არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა განმარტა, მისი და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდებოდა.
"არანაირი კავშირი ამას არც ერთ პოლიტიკურ თემასთან არ აქვს. შეეხებოდა "იუესეიდის" ერთ-ერთ პროექტს, რომელიც უკავშირდება საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას და არის წმინდა ტექნიკური სამუშაო პარლამენტთან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები მესმის ჩემი წინა მანდატიდან გამომდინარე, მაგრამ არასწორ სახელებს ნუ დავარქმევთ ნურაფერს," - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.