17 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
საარჩევნო რეფორმა და სამუშაო ჯგუფში ვერშეთანხმებული 2 საკითხი - პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიცია პროცესში ჩართვას არ აპირებს

დღეს სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო რეფორმა მის კანონპროექტად ქცევის შემდეგ პირველად განიხილა. შეჯერება ვერ ხერხდება ორ საკითხზე - არასამთავრობო სექტორმა იმის საკმარისი გარანტიები ვერ მიიღო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას პროფესიული მახასიათებლებით შერჩეული პირები მმართველი გუნდის სასარგებლოდ არ იმუშავებენ. ასევე, დისკუსიაა იმაზეც, თუ რა უფრო სწორია - თვითმმართველ ორგანოებში პროპორციული კომპონენტის ზრდა თუ პირიქით.

არსებობს დისკუსიები იმის თაობაზეც, რომ ოპოზიციამ საარჩევნო რეფორმაზე საკუთარი მოსაზრებები, პარლამენტში თუ პარლამენტს მიღმა, რაიმე ფორმით დააფიქსიროს. ხელისუფლების ოპონენტები გამორიცხავენ რაიმე სახის დისკუსიებში ჩაერთონ, გარდა იმ 6 პუნქტის განხილვისა, რომელიც შარლ მიშელის ვიზიტის დროს შემუშავდა.

მმართველი გუნდი გეგმავს, რომ პროცესების პარალელურად, კანონპროექტი ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ექსპერტებსაც წააკითხოს და რეკომენდაციები მოისმინოს. 

ღიად რჩება საკითხი საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევის თაობაზე, რომელიც "მოქალაქეებისა" და "ოცნების" მემორანდუმით გათვალისწინებულია, თუმცა მას საკონსტიტუციო დონის ცვლილებები და, შესაბამისად, 113 ხმა სჭირდება - ამდენი დეპუტატი კი პარლამენტს, ამ დროისთვის, არ ჰყავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები