17 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ელოდებიან. კანონმდებლები ვახტანგ გომელაურს "მინისტრის საათის" ფორმატში, პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. ის დეპუტატებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენებას წარუდგენს, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის მიიჩნევს, რომ კითხვები დაკავშირებული იქნება კიბერუსაფრთხოების საკითხებთან, ოჯახში ძალადობასთან, სქესობრივ დანაშაულთან და დანაშაულის სტატისტიკასთან. ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს.

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანი განცხადებით, მათ მინისტრთან საკმაოდ მწვავე კითხვები ექნებათ. 

"გვექნება კრიტიკული, მწვავე კითხვები, რადგან არის დაგროვილი საზოგადოებაში ეს კითხვები და ჩვენ მათ დავსვამთ. არასასურველ კითხვებს, როგორც წესი, გაურბიან, მაგრამ კითხვები იმისთვის არის, რომ აუცილებლად დაისვას და პარლამენტი იმისთვისაა, რომ აქ დაისვას ეს კითხვები,"-აცხადებს იოსელიანი.

"ევროპელი სოციალისტების" წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მათი კითხვები შეეხება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა წესრიგი ქუჩაში, ნარკომანია და ყველა იმ საქმეების ბოლომდე მიყვანა, რომელიც თაროზე დევს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა თუ პროკურატურაში.

დღის ამბები