24 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
ყაჩაღობა ოზურგეთის ცენტრში - ნიღბიანმა პირმა დანის მუქარით სუპერმარკეტიდან 1000 ლარამდე თანხა წაიღო

ცოტა ხნის წინ ოზურგეთის ცენტრში სუპერმარკეტი "მოდერნი" დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, სუპერმარკეტში ნიღბიანი პირი შეიჭრა და დანის მუქარით მოლარე-ოპერატორისგან 1000 ლარამდე თანხა წაიღო.

მსგავსი შემთხვევა აღნიშნულ მაღაზიაში ერთი წლის წინაც მოხდა. დამნაშავემ სუპერმარკეტიდან თანხის წაღება მაშინაც მოახერხა, თუმცა სამართალდამცავებმა ის ოთხ დღეში დააკავეს.

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა.

დღის ამბები