ჭიათურაში, სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ყოფილ შენობაში, მულტიფუნქციური ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორის "ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით, თითქმის 100-წლიანი ისტორიის შენობა ახალ სიცოცხლესა და ფუნქციას შეიძენს. ე.წ. ტრესტი სხვადასხვა მიმართულებით დაიტვირთება, მათ შორის, ის გააერთიანებს სამუზეუმო სივრცეებს, მათ შორის მხარეთმცოდნეობის, ისტორიისა და ფოტოგრაფიის მუზეუმებს, ფოტოგრაფიის სკოლას, ტრენინგ, საგამოფენო და საბიბლიოთეკო სივრცეებს.
კომპანიამ შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. სამუზეუმო სივრცის მოსაწყობად კი მისი რეაბილიტირებული ნაწილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.