17 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
თუ მომდევნო დღეებში შესაბამისი პასუხები არ იქნება, ჩვენ მაინც შევძლებთ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ - მამუკა მდინარაძე

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დიალოგის გასაგრძელებლად ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ წინადადებებს ელოდებიან.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციის მხრიდან უახლოეს დღეებში შესაბამისი პასუხი არ იქნება, "ქართული ოცნება" მაინც მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს:

"თუ მომდევნო ერთ-ორ დღეში შესაბამისი პასუხები არ იქნება და მათი მხრიდან არ ექნება ადგილი კომპრომისულ წინადადებას. ჩვენ მაინც ჩვენი ფასილიტატორი ელჩების დახმარებით, მედიაციის დახმარებით, რომელთა დაკავშირებითაც ბატონმა მიშელმა გამოთქვა სურვილი, ჩვენ შევძლებთ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დავსხდეთ, ყოველ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს უნდა იყოს სულ რამდენიმე დღეში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები