ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი რთული საკითხები გადაწყდეს და მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკებები.
"რასაც ვხედავთ არის ის, რომ არსებობს სურვილი, პრობლემების გადასაჭრელად. რა თქმა უნდა, რთული საკითხები არსებობს, არის განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ ეს საკითხები გადაწყდეს და მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკებები. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბატონი შარლ მიშელის ვიზიტი და ჩართულობა მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. ვფიქრობ, დროა საჭირო გარკვეული შედეგის მისაღწევად, რაც მთავარია, ამის სურვილი ორივე მხარეს გააჩნია,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განსამუხტად, აუცილებელია, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ხალხის გათავისუფლება.
"მივესალმებით დიალოგის განახლების შესაძლებლობას პოლიტიკურ პარტიებს შორის და აქ ჩვენი ევროპელი კოლეგების მონაწილეობას და ფასილიტაციას, ვფიქრობთ რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში აუცილებლად უნდა გადაიჭრას და ვფიქრობთ რომ ეს 6 პუნქტი, შეიძლება გახდეს შესაძლებლობა ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან და გააგრძელოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით გზა. ჩვენ მზად ვართ, იქ სადაც გვაქვს ექსპერტიზა, ჩავერთოთ სამოქალაქო საზოგადოება და როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას წარმოვუდგინოთ ჩვენი ხედვები, თითოეული ეს მიმართულება როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს,"- აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.
"სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, აუცილებელია, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ხალხი გათავისუფლდეს და შეწყდეს სამართლებრივი დევნა იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიქმება რომ პოლიტიკურად ებრძვიან, მათშორის კარტოგრაფების საქმე. აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები რეალური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის გატარების თავლსაზრისით," - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი.