ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებული მოლოდინით, ვაქცინაცია ქვეყანაში მარტის ბოლოდან უნდა დაიწყოს.
მისივე განცხადებით, სიახლეები "ფაიზერის" ვაქცინის მოწოდების გარდა, "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებითაც არის. ეს იმას ნიშნავს, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში მარტის ბოლომდე შემოვა.
"გვაქვს სიახლეები "ასტრაზენეკას" ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით. "იუნისეფმა" "ასტრაზენეკასგან" დასტური უკვე მიიღო დოზების მოწოდებაზე. პირველი ნაწილი მარტის ბოლომდე ჩამოვა საქართველოში.
მოლოდინი გაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტის ბოლოდან უნდა დაიწყოს.
სამინისტროს "ფაიზერთან" მიმართებაში ხარვეზი არასოდეს ჰქონია და "ფაიზერს" არასოდეს მიუნიშნებია ამ ხარვეზის არსებობის შესახებ. საკითხი და დღევანდელი სატელეფონო ზარი შეეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტებას. "ფაიზერს" იმ დოზების ვაქცინა აქვს, რაც საქართველომ უნდა მიიღოს. მათთან ყველა ფორმალობა, ამ ეტაპზე, დასრულებულია. საუბარია 29 250 დოზაზე, რაც თავიდანვე იყო დაანონსებული,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.