17 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
მცდელობაა, რომ ოპოზიციური ყველა პარტია ერთ ქვაბში მოხარშონ - მამუკა ხაზარაძე

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის თქმით, ოპოზიცია ერთი საკითხის გარშემო გაერთიანდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირებული პროპორციული არჩევნები უკან წაიღო.

"მცდელობაა, რომ ოპოზიციური ყველა პარტია ერთ ქვაბში მოხარშონ და ეს ასე არ არის. ოპოზიცია გაერთიანდა ერთი საკითხის გარშემო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მთელი საქართველო გადააგდო და დაპირებული პროპორციული არჩევნები უკან წაიღო. 

ოპოზიციური ერთობა, თუ ამას ერთობას ვუძახით, არის ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენ თავს გადაგვხვდა, რასაც ჰქვია არჩევნების გაყალბება და ხმების წართმევა.

ოპოზიცია არის ძალიან ჭრელი თავისი ბუნებით, ისტორიით, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ არჩევნები გაყალბდა, საქართველოში თუ არ იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, ევროკავშირის დიდ ოჯახში ვერ შევალთ და ამისთვის ვიბრძვით ჩვენ. 

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიციები ამასთან დაკავშირებით, "ლელო" მყავს მხედველობაში,"-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები