სოფელ ნამახვანში პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩასულ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის პირველი შეთანხმება მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით შედგა. დიალოგის გაგრძელებისთვის მხარეები მზად არიან.
ნამახვანში ჩასვლამდე მინისტრები ცაგერში იმყოფებოდნენ. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი საკითხით დაინტერესებული პირების შეკითხვებს პასუხობდნენ. კრიტიკული კითხვების დასმის შემდეგ შეხვედრა რამდენიმე ადამიანმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ერთ კვირაში გაირკვევა, რაზე შეძლებენ მხარეები შეთანხმებას.