ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცეზე ყველა მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და პროცესი არ ჩავარდეს.
"პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გაენაწილებინა ყველას. მე როგორც საქართველოს მოქალაქე, მივესალმები იმ პოზიციას, რაც აქ გამოითქვა. ვაქცინაცია მართლაც არის ზეპარტიული საკითხი, რომელზეც ჩვენ თითოეულ მხარეს უნდა გაგვენაწილებინა პასუხისმგებლობა.
რეალურ ქმედებაზე უნდა გადავიდეთ ყველა მხარე, ეს არის ეროვნული უსაფრთოხების საკითხი. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რატომაც მოხდა აფეთქება იყო ის, რომ არჩევნებზე ორ მილიონამდე ადამიანი მოვიყვანეთ.
ზაფხულში იმიტომ არ ჩაიკეტა, რომ არჩევნებზე მოსაყვანი იყო ორი მილიონი ადამიანი. ფაქტია, რომ პოლიტიზირებული საკითხი წავიდა. მე პოლიტიკიდან იმიტომ წამოვედი, რომ არ მინდოდა ეროვნული უსაფრთხოების ესეთი საკითხები გამხდარიყო პოლიტიკური პოლარიზაციის თემა, რომელიც 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩაგვივარდა პროპორციული არჩევნები. როდესაც ხალხს შეპირდები და არ გააკეთებ, პასუხისმგებლობა უნდა აიღო.
პოლარიზაციას შეეწირა ყველა ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, პანდემიაზე რეაგირებაც და შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესიც შეეწიროს.
უნდა შევეცადოთ, რომ ყველას ძალები გაერთიანდეს და ყველას ვაქცინა უნდა მივაწოდოთ დავარწმუნოთ, რომ ვაქიცნაციის პროცესში მონაწილეობა მიიღონ,"-აღნიშნა აკაკი ზოიძემ.