საპარლამენტო არჩევნებიდან მეხუთე თვეს, ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ეუთო/ოდირის განცხადებაში სწორედ ის ასპექტებია განხილული, რაზეც აქამდე საუბრობდნენ.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, ანგარიშმა დაადასტურა ის პრობლემები, რასაც ოპოზიცია საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ამბობდა. კალოიანის თქმით, ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ არჩევნებს მიეცეს აზრი.
"ეუთო/ოდირმა დაადასტურა ის პრობლემები რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით. ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა შენიშვნა იყოს გათვალისწინებული, რომ არჩევნებს მიეცეს აზრი,"-აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაცია საკმარისი არ არის. პაატა მანჯგალაძის თქმით, არჩევნებზე მანიპულაციის მაღალი ხარისხი დაფიქსირდა.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის განცხადება კიდევ ერთი მაგალითია იმისა თუ რა ცუდ მგდომარეობაშია საქართველო.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ეუთო/ოდირის ეს მესიჯი მიმართულია საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიმართულებით.