ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის“ მიერ ყველა ძირითადი საარჩევნო სუბიექტის საქმიანობის გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო, ასე აფასებს ეუთო/ოდირი არხის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაშუქებას საბოლოო ანგარიშში.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე კვლავ "მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია გარემო პოლარიზებული იყო“.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ "რუსთავი 2-ის" მიერ ყველა ძირითადი საარჩევნო სუბიექტის საქმიანობის გაშუქების ტონი, ძირითადად, ნეიტრალური იყო“. ტელეკომპანიამ "ქართული ოცნების“ და მთავრობის საქმიანობის გაშუქებას 27 და, შესაბამისად, 15 პროცენტი დაუთმო, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციას, „ევროპულ საქართველოს“ და "ლელოს“ შესაბამისად დაახლოებით 14, 9 და 6 პროცენტი დაეთმო.
დასკვნაში გენდერულ საკითხებზეც არის გამახვილებული ყურადღება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2“ მიერ წარმოდგენილი რესპოდენტების 24% იყო ქალები, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ქართულ ტელეკომპანიებს შორის.