17 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
რჩება განცდა, რომ ყველა პარტია თავის პოზიციაზე რჩება, თუმცა უნდა ვიმუშაოთ კომპრომისისთვის - დიეგო კოლასი

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი შარლ მიშელის ვიზიტს აფასებს. მისი თქმით, ვიზიტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო და ის აჩვენებს, რამდენად ღელავს ევროპა საქართველოზე.  

"შარლ მიშელის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს აჩვენებს, რამდენად ღელავს ევროპა საქართველოზე, მის დემოკრატიასა და განვითარებაზე.

ახლა მედიაციის, ან ფასილიტაციის პროცესი გრძელდება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითოეული პარტია თავის პოზიციაზე რჩება, თუმცა უნდა ვიმუშაოთ კომპრომისისთვის. ვიმედოვნებ, რომ მხარეები ქვეყნის ინტერესებისთვის სასიკეთო შეთავაზებებს დადებენ.

გამოსავალი არის გზის პოვნა, რომელსაც ოპოზიცია დათანხმდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში უამრავი გამოწვევაა. ახლა საჭიროა, რომ საქართველომ სრული ენერგია მიმართოს ამ გამოწვევებისკენ. ჩვენ მზად ვართ, ქვეყანას გვერდით დავუდგეთ,“ - აცხადებს დიეგო კოლასი.

დღის ამბები