ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტში წარმოდგენილია 30 რეკომენდაცია, აქედან 8-ს ორგანიზაციამ პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭა:
1. "სტაბილური და შეთანხმებული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, იმისთვის, რომ ის კიდევ უფრო მეტად იყოს შესაბამისობაში ეუთო-ს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკებთან მომდევნო საარჩევნო პერიოდამდე და ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის ფარგლებში;
2. შესაძლებელია საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა, რათა გაიზარდოს მისი მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. შესაძლებელია დანიშვნის ფორმულის გადახედვა უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთი პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივი დომინანტობის აღსაკვეთად;
3. იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს გამჭვირვალობა და ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხის კოლეგიურად და საჯარო სხდომებზე განხილვა;
4. საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, შესაბამის ორგანოების მიერ უნდა გადაიდგას სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები ამომრჩეველთა და საარჩევნო შტაბის თანამშრომლების დაშინების შესახებ ბრალდებების შესაბამისად გამოძიების მიზნით;
5. უნდა გადაიხედოს საარჩევნო დავების დარეგულირების ჩარჩო პროცესის გასამარტივებლად და სამართლებრივი რეგულირების გასაფართოებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მოქალაქეებმა, რომელთა საარჩევნო უფლებები ირღვევა, შეძლონ საჩივრის შეტანა სამართლებრივი დაცვისთვის;
6. იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საარჩევნო დავის მოგვარებისადმი გამჭვირვალეობა და ნდობა, ყველა საარჩევნო დავა კომისიამ უნდა განიხილოს კოლეგიურად და ღია სხდომებზე. საარჩევნო დავების ეფექტური სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო ორგანოების და მათი ოფიციალური პირების ყველა გადაწყვეტილებისა და მოქმედების (ან უმოქმედობის) სასამართლო განხილვის უფლებას;
7. არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვაში გამჭვირვალე, სამართლიანი და ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კოდექსში უნდა განისაზღვროს შედეგების ხელახალი გადათვლისა და გაუქმებისთვის მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები. საოლქო საარჩევნო კომისიები საკმარისად დაკომპლექტებული და მომზადებული უნდა იყვნენ საჩივრების ეფექტურად განხილვისა და ყველა დარღვევის საფუძვლიანი გამოძიების ჩასატარებლად;
8. უნდა გადაიხედოს უფასო საეთერო დროის დათმობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა რათა ყველა კონკურენტი უზრუნველყოფილი იყოს კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობებით.