25 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
მათ აქვთ რეკომენდაციების კიდევ უფრო უკეთესად შესრულების სურვილი და ეს სურვილი ჩვენც გვაქვს - თეა წულუკიანი ეუთო/ოდირზე

მმართველ გუნდში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნას აფასებენ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოდირის რეკომენდაციებს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ეუთო/ოდირის რეკომენდაციები ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი, წინა ცვლილებები, რაც მნიშვნელოვანი და მათ მიერ დადებითად შეფასებული განხორციელდა, ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. ამას ისინი დღევანდელ შეფასებაშიც აღნიშნავენ. 

მათ აქვთ რეკომენდაციები, ან წარსული რეკომენდაციების კიდევ უფრო უკეთესად შესრულების სურვილი და ეს სურვილი ჩვენც გვაქვს,"-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები