თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილი მოსახლეობა ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვს.
ისინი ხელისუფლებას პანდემიის მართვის პროცესში არასწორი ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებენ.
აქტივისტებს პოლიტიკური "მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერი ანა დოლიძე შეურთდა, რომელიც აღნიშნავს, რომ კომენდანტის საათის მოხსნას მხარს უჭერს.