ვაზისუბანში ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებას აპროტესტებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთ-ერთ სკვერში მოსახლეობას ეპატიჟებიან და პარტიის ლიდერის მიმართ სოლიდარობის გამოხატავენ.
აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს გააცნობენ ინფორმაციას, თუ როგორია მათი სამოქმედო გეგმა.