ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია რამდენიმე დღეში კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამს, რასთან დაკავშირებითაც "ქართულ ოცნებას" გარკვეული სახის ინფორმაცია აქვს.
"დიალოგის საკითხი ახლა ძალიან აქტუალურია, გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში ოპოზიცია აუცილებლად გადმოდგამს კომპრომისულ ნაბიჯებს. ისინი დააყენებენ ძალიან კონკრეტულ საკითხებს. დავიწყებთ ამასთან დაკავშირებით მსჯელობას.
არსებობს საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მსჯელობა და არის საკითხები, რაც რეალიზებაშია და დაწყებულია მსჯელობა,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.