17 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ოპოზიცია არც ერთ ეტაპზე არ ისახავდა მიზნად შეთანხმება ცივილური გზით მომხდარიყო, ეს დღითიდღე ნათელი ხდება - რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიცია არც ერთ ეტაპზე არ ისახავდა მიზნად, შეთანხმება ცივილური გზით მომხდარიყო.

ამასთან, იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია მოლაპარაკების ფორმატის ერთგული რჩება.

"ის, რომ ოპოზიცია არც ერთ ეტაპზე არ ისახავდა მიზნად მოლაპარაკება შემდგარიყო და შეთანხმება მომხდარიყო ცივილური გზით, ვფიქრობ, ეს დღითიდღე უფრო ნათელი ხდება და ყველაზე მძიმე მათთვის იქნება ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები.

"ქართული ოცნება" არის მოლაპარაკების ფორმატის ერთგული, ჩვენი ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების ინტერესები და არა ვიწრო პარტიული მნიშვნელობა," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი კი, ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შევიდეს, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და მტკიცებულებები იქ წარმოადგინოს.

დღის ამბები