17 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, ძალადობა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა, ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს - ირაკლი კობახიძე ფარულ ჩანაწერებზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერებში "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას ხედავს.

"აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება "კუდის" სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!" - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები