17 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება მოვიაზრებდეთ ღარიბაშვილს მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს - ენმ-ისა და "ლელოს" ახალი პირობა

მოლაპარაკებისთვის ახალი პირობა - გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამო "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით მოლაპარაკებებში ჩართვაზე უარს აცხადებენ.

სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის პრემიერ-მინისტრის ჩართულობა პრობლემას არ წარმოადგენს და ამბობენ, რომ მთავარი შეთანხმებაა.

ოპოზიციის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და არსებული ვითარების გათვალისწინებით საკუთარ პოზიციებს შეაჯერებენ. უცვლელ მოთხოვნებად რჩება ვადამდელი არჩევნები და მელიასა და რურუას გათავისუფლება.

"ჩვენი ამოსავალი წერტილია ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, თუმცა ბევრი ჩვენგანისთვის პერსონალურად ძალიან რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მოვიაზრებდეთ ღარიბაშვილს მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს, მაგრამ ივანიშვილს სხვა მსახურებიც უხვად ჰყავს, ვინც არაერთხელ გამოუგზავნია წარსულში მოლაპარაკებებზე კობახიძის, თალაკვაძის სახით, ამიტომ მთავარია შეთანხმება, მთავარია ვადამდელი არჩევნები და ამ მიზნებიდან უნდა ამოვიდეთ ყველა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

"ჩვენთვის ეს საკითხი, ღარიბაშვილი იქნება თუ ვინ იქნება, არ არის არსებითი, ჩვენ ორიენტირებული ვართ შედეგზე. ჩვენთვის ღარიბაშვილია და ივანიშვილია ყველა, ვინც იქნება "ქართული ოცნებიდან" წარმოდგენილი, ამიტომ დამატებით პირობებს და საბაბს არ მივცემთ ქართულ ოცნებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია კომპრომატების ომს შეთანხმების ჩაშლის მთავარ მიზეზად ასახელებს.

დღის ამბები