31 ოქტომბრის არჩევნების საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა, რომელიც გასულ კვირას უნდა გამართულიყო, უახლოეს დღეებში ჩატარდება. სხდომის გადადების მიზეზი კომისიის ოთხკაციანი შემადგენლობიდან ერთ-ერთის, გივი მიქანაძის კოვიდინფიცირება გახდა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი შეხვედრაზე დასწრებას ვერც ამჯერად შეძლებს.
დაგეგმილია თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა, დამტკიცდება დებულება.
საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის კვოტას "ევროპელი სოციალისტები", დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია შეავსებენ. კომისიამ შედეგი სამ თვეში უნდა დადოს.