ხვალ პარლამენტში მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის საკითხს განიხილავენ. ამ თემაზე სასაუბროდ საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები არიან დაბარებული. ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს შესაბამისი ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.
რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია უკვე შესულია. პეტიციის ავტორები ამტკიცებენ, რომ ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა რეგიონს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს და ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ.