ვასილ მაღლაფერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ განცხადება მაღლაფერიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
პოსტში ასევე მითითებულია, რომ თანამდებობის დატოვების მიუხედავად, მას პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ ეცვლება.
"მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!" - წერს მაღლაფერიძე.
შეგახსენებთ, ვასილ მაღლაფერიძე "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილედ პარტიის ყრილობაზე სამი თვის წინ დაამტკიცეს.