გედევან ფოფხაძე ვასილ მაღლაფერიძის მიერ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის პოსტის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.
ფოფხაძის შეფასებით, მმართველ პარტიაში ყოფნა "ჯანმრთელობისთვის საზიანოა".
"მგონია, რომ თუ ჯანმრთელობის მოტივით მთელი "ქართული ოცნება" წავა სახლში, ძალიან დროული იქნება, იმიტომ რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით კლიმატი მაგ პარტიაში არის ძალიან მძიმე და რაც უფრო დიდი ხანი იქნები "ქართული ოცნების" წევრი, მით უფრო შენს ჯანმრთელობაზე ეს ცუდად [აისახება]... გასაგებია, რომ ეს არ არის მიზეზი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ იქ ყოფნა ჯანმრთელობისთვის, ზოგადად, საზიანოა," - აღნიშნა ფოფხაძემ.
ცნობისთვის, ვასილ მაღლაფერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მაღლაფერიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.