აქციები ნიკა მელიას მხარდასაჭერად გრძელდება - ამ წუთებში იწყება ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა სხვადასხვა წერტილიდან. მათ შორის, ერთი ადგილი, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, გლდანის რაიონი და ნიკა მელიას საარჩევნო შტაბია.
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა სულ რამდენიმე წუთის წინ გლდანის რაიონის გამგეობასთან გადმოინაცვლეს, ამის შემდეგ აქტივისტები ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობის გაგრძელებას ნაძალადევის გამგეობასთან აპირებენ, რის შემდეგაც მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებს.
დედაქალაქში ეს არ არის ერთადერთი წერტილი, სადაც ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა იმართება. მსგავსი მსვლელობა ასევე ავლაბრის მეტროდან რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით არის დაწყებული.
მას შემდეგ, რაც ენმ-ის აქტივისტები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, არ არის გამორიცხული, რომ მათ მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლონ.
აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეში პოლიტიკური ნიშნით იმყოფება.
აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება და შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს, ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
"ამ ეტაპზე, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ ავირჩევთ იმ ფორმის გაპროტესტების ფორმას, რომელიც ხალხის ინფორმირებას მოახდენს. ჩვენ არ ვჩერდებით, ბოლომდე ვიბრძვით. თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება და შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს, საბოლოო ჯამში, ალბათ, ჩვენ გადავალთ ფართომასშტაბიან აქციებზე," - აცხადებს ენმ-ის აქტივისტი ლაშა წურწუმია.