17 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
გია ვოლსკის თქმით, ვინ წარმოადგენს ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს ამ ეტაპზე არ მიუღია გადაწყეტილება, ვინ უნდა მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

გია ვოლსკის თქმით, არ არის გადაწყვეტილი, უნდა იაროს თუ არა პრემიერმინისტრმა მოლაპარაკებებზე. 

"ნაცებს არ მოსწონთ ის შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნებით, ახლა ხან არასრულწლოვანი ბერას თემას შემოაგდებენ, ხან ვითომ პრემიერი როგორ უნდა მივიდეს მაგიდასთან. გეგონება გადაწყვეტილია, რომ პრემიერმა უნდა იაროს მოლაპარაკებებზე, გეგონება სხვა ამოცანები, რომელიც მის წინაშე დგას, არ არის შესასრულებელი და ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ჯერ არ გადაწყვეტილა ეს თემა. ახლა ის, რომ პოლიტიკოსი ზის მაგიდასთან და მას მიუჯდეს პარლამენტის თავმჯდომარე, ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ან ორივე ერთად, ამათმა უნდა იძახონ, ჩვენ დავარტყით მუშტი მაგიდას და არ მოდის ამიტომ პრემიერმინისტრი. ეს ხომ ბანალურია,“ - ამბობს გია ვოლსკი.  

დღის ამბები