17 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის არასწორია - კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის არასწორია. კახა კალაძე პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ფარული ჩანაწერების გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს.

"ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც აქამდე გამიკეთებია კომენტარი და შეფასება, არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორი მგონია. მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია მიიღოთ," - აღნიშნა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

დღის ამბები