17 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, გავრცელებაზე და აი ამ მონტაჟზე - ირაკლი ზარქუა

მმართველი გუნდის წევრები ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის სატელეფონო ჩანაწერების შესახებ ამბობენ, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია და უხეში ფაბრიკაციაა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ პროკურატურამ უკანონო მოსმენებზე უნდა დაიწყოს გამოძიება.

"ის რაც ხდება, ეს ფაბრიკაცია, დაჭრა, უკანონო მოსმენები, ეს არის 2011 წელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე.

პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, გავრცელებაზე და აი ამ მონტაჟზე,"- აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აღნიშნავს, რომ ჩანაწერი არის უხეში ფაბრიკაცია.

"ეს არის უხეში ფაბრიკაცია და ვფიქრობ, რომ პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება შეისწავლოს აღნიშნული ჩანაწერი,"-აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები