პარლამენტში, სადაც ნამახვანჰესის შესახებ მსჯელობენ, ეკონომიკის მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნათია თურნავას თმით, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ რეგიონალური ენერგობაზარში მეტი ინტეგრირება მოხდეს. ამ კონტექსტში მინისტრი დარწმინებულია რომ ნამახვანჰესი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება.
"ჩვენ ვავითარებთ ქსელებს, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონალურ ენერგო ბაზარში მეტად ვიყოთ ინტეგრირებულები. გვაქვს ჩვენ იმპორტი და ექსპორტი ოთხივე ჩვენს მეზობელთან. მაგრამ საუბარი არის მასშტაბებზე. საუბარი არის იმაზე, თუ რა დონით და რა დოზით ვიქნებით მომავალში იმპორტზე დამოკიდებულები. და იმ დონით და დოზით თუ გავხდით დამოკიდებულები, რა ციფრებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს უკვე არის საფრთხის შემცველი ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენ გამოდის რომ ვიქნებით დამოკიდებული არა ჩვენს საკუთარ პოლიტიკებზე გარკვეული მიმართულებით, არამედ ჩვენი მეზობლების ნება სურვილზე. თუკი ვინმე, რომელიმე პირი, რომელიმე ორგანიზაცია დაჟინებით ქადაგებს რომ ენერგო უსაფრთხოება მოგონილი რამ არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირი და ეს ორგანიზაცია ან შეცდომაშია შეყვანილი, ან არ ემსახურება ქართულ ინტერესებს.
თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, მე როგორც ზევით უკვე ვთქვი, ამ დისკუსიაში ვერავის ვერ წამოგყვებით, იმიტომ რომ საუბარი არის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორზე. თუ კითხვა დგას, რატომ გადავცემთ საინვესტიციო პირობით მიწას, შეგახსენებთ, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა. მთლიანობაში დარწმუნებული ვარ, რომ ნამახვანჰესი იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი," - ამბობს ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ნამახვან ჰესის შესახებ მსჯელობენ პარლამენტში. დარგობრივი ეკონომიკის და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის ის წევრები რომლებიც ჰესის მოწინააღმდეგეებს შეხვდნენ. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დეპუტატების შეკითხვებს ერთი საათია პასუხობენ.