პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის თქმით, გამოსაძიებელია ვინ დაამონტაჟა და რა მიზნით, ეს კონკრეტული ჩანაწერები.
თეა წულუკიანის თქმით, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა.
"მე რომ ვიყო პროკურორი, უკანონო ჩანაწერი ვინ გააკეთა, ამას გამოვიძიებდი, ასევე, ვინ დაამონტაჟა და რა მიზნით. "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ამიტომ ვერ მოდის ხელისუფლებაში, დღესაც ისინი დგანან ვანოს საქმიანობაზე, დღესაც ისინი დგანან მეგის ქარდავას საქმიანობაზე. აქვთ რაღაც უკანონო ჩანაწერები და ცდილობენ ქვეყანაში ამით შექმნან არეულობა,"-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერები საგამოძიებო ორგანოს მხრიდან შესწავლის საგანი გახდება.
"პროკურატურა, როდესაც რეაგირებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზენ ეს თავისთავად საინტერესოა. აუცილებელი პროცედურაა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეიძლება დანაშაულის ჩადენასთან გვქონდეს,"-აღნიშნა სარჯველაძემ.