მმართველი გუნდის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა კითხვას ობიექტურ პასუხს გასცემს. მათივე თქმით, ჩანაწერები ფაბრიკაციაა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის ბექა დავითულიანის განცხადებით, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
"გამოძიება გასცემს პასუხს ყველა კითხვას, მათ შორის შინაარსობრივსაც. როდის არის ჩაწერილი, რა თემას ეხება და ა.შ. ისევე, როგორც გასცემს პასუხს იმ კითხვას, როგორ არის მოპოვებული და არის თუ არა დამონტაჟებული ეს მასალა. გაიგებთ ამაზე ისეთ პასუხებს, როგორიც არის ობიექტური და როგორიც ბევრ ჩვენს ოპონენტს არ მოეწონება,"- აღნიშნა ბექა დავითულიანმა.