17 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
რუსეთის და ოპოზიციის გეგმები და მისწრაფებები ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებული განცხადება ოპოზიციის ნარატივს ემთხვევა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს საქართველოს ურთიერთობა გაუფუჭოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან და, ამასთან, იმავეს ცდილობს ოპოზიცია. 

"ნიშანდობლივია, რომ ზუსტად იმ დროს გავრცელდა ეს ყველაფერი, როდესაც ევროკავშირმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა მედიაციის საკითხებში და ის დღე დღეზე უნდა ჩამოვიდეს. ასევე, საინტერესოა, რომ ბატონი ნარიშკინის განცხადება ერთი-ერთში ემთხვევა ხოლმე იმ განცხადებებს, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებენ. რუსეთის ნარატივი და ოპოზიციის ერთმანეთს დაემთხვა, ისევე, როგორც ემთხვევა ხოლმე გავრილოვისა და ოპოზიციის ნარატივი.

რუსეთის საგარეო დაზვერვა ამას სწორედ იმიტომ წერს, რომ მათი მიზანია, ბზარი შეიტანონ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და გააფუჭონ ეს ურთიერთობები. მათ არ სურთ, რომ საქართველო დაუახლოვდეს აშშ-სა და ევროკავშირს, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ ეს ურთიერთობები გააფუჭონ. იმავეს ცდილობს ჩვენი ოპოზიცია. ამ შემთხვევაში, რუსეთისა და ჩვენი ოპოზიციის გეგმები და მისწრაფებები ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს,"-აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის  თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოში პოლიტიკური ამინდი შეცვალოს.

დღის ამბები