პოლიტიკური კრიზისი, ნიკა მელიას დაკავება, რუსეთი - ის საკითხები იყო, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
პრეზიდენტი შექმნილ ვითარებაში დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობს და ყველა მხარეს კრიზისის დასაძლევად პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ საქართველო ამ კრიზისს გადალახავს.
"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მეტად კი მმართველ გუნდს მივმართავ, ხელისუფლება მეტადაა პასუხისმგებელი, რომ გაანეიტრალოს ოპოზიცური პარტიების მხრიდან შესაძლო პროვოკაციები და ქვეყანაში დესტაბილიზაციის სცენარები. ორივე მხარემ მეტი უნდა გააკეთოს ამისთვის, თუ ორივეს სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის.
საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია, ამას მოწმობს არაერთი ღონისძიება, რომელიც ბოლო პერიოდში შედგა," - განაცხადა პრეზიდენტმა.